პროექტის მთავარი იდეა: VII კლასის მოსწავლეები გამოყენებენ ბიოლოგიაში დაგროვილი ცოდნის მარაგს და უმცროსკლასელებსა და მათ მშობლებს გააცნობენ ადამიანის პარაზიტებს, მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს და მისცემენ რჩევებს როგორ დაიცვან თავი ამ დაავადებებისაგან
პროექტის აქტუალურობა: კლასის მოსწავლეები გამოიყენებენ მეცნიერულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში
პროექტის მიზნები: კიდევ ერთხელ დააფიქრებს ბავშვებს და მათ მშობლებს ჰიგიენური წესების დაცვასა და პარაზიტებით დასნებოვნებას შორის კავშირზე, რაც ხელს შეუწყობს ჰიგიენური წესების დაცვას, ეს კი თავის მხრივ დაიცავს პარაზიტული დაავადებებისაგან
მონაწილეთა ასაკი: 5–13 წლის ბავშვები, მათი მშობლები და დაინტერესებული პირები
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები, საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები
პროექტისათვის საჭირო რესურსები: მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები, საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, პროექტორი, კომპიუტერი
პროექტის მსვლელობა: VII კლასის მოსწავლეები, მოაწყობენ წინასწარ მომზადებული მასალის პრეზენტაციას, დაარიგებენ წინასწარ დამზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს, ფლაერებს
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მოიძიებს ინფორმაციას მეცნიერული კვლევების შესახებ და გაიაზრებს მათ მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებისთვის(საბაზო საფეხური) მოსწავლე ეცნობა ჯანმრთელი და უსაფრთხო ცხოვრების წესებს(დაწყებითი საფეხური)
პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ლეგაშვილი
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://viyotjanmrtelebi.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий